ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წელს საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას მედიკოსები 9 წლის ასაკის გოგონების მშობლებს ურჩევენ.

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ  წელს საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში და აჭარაში. მოვუწოდებთ ყველა მშობელს, რომელსაც ყავს 9 წლის გოგონა, რომ დროულად მიაკითხონ იმუნიზაციის ცენტრებს, რათა ჩაუტარონ ბავშვებს ეს ვაქცინაცია“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს

იტვირთბა....