ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”: მდინარაძე ჭიჭინაძეს პასუხობს

ფრაქცია “ქართული ოცების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მისივე კოლეგის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სერიოზულად ვერ უპასუხებს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, მან ფრაქციის თავმჯდომარეობა უნდა დატოვოს.

„მე ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. როდესაც სერიოზულ კომენტარს ვერ ვაკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი შესაძლებლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დეპუტატის განცხადებიდან გავიგე,“- ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობაში მომხდარ კიდევ ერთ დაპირისპირებაზე ღიად ალაპარაკდა. მისი თქმით, დეპუტატი მამუკა მდინარაძის გარემოცვის წევრებსა და ეკა ბესელიას შორის არსებულ უთანხმოება არსებობს. ამიტომ  დეპუტატების ნაწილის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ სანქციები იმ დეპუტატების მიმართ დაწესდა, რომლებმაც იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომაზე ეკა ბესელიას დემარში მოუწყვეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს.

იტვირთბა....