ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები წელს 24 აპრილიდან აღარ იანგარიშება

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 2017 წლის 24 აპრილიდან აღარ იანგარიშება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს უფლება აქვთ გაკვეთილებს აღარ დაესწრონ და ე.წ. თავისუფალი დასწრებით ისარგებლონ. როგორც EDU.ARIS.GE–ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოეწერა.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს 2018 წლის 24 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით გაცდენილი საათები – “არები” არ უანგარიშდებათ. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

პროცედურულად, იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით განისაზღვროს ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის დასრულება, გაცდენები სკოლის მიერ დაითვლება 23 აპრილის ჩათვლით და დაანგარიშდება, ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნი ფორმით პროგრამის დაძლევა.

მოსწავლის მიერ ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის საკითხი მინისტრის ბრძანებით რეგულირდება, რაც შემდეგს გულისხმობს:

“თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”, – წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

რაც შეეხება მე-12 კლასელებისთვის სწავლის დასრულების თარიღს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები წელს სწავლას 18 მაისს დაასრულებენ.

წყარო: EDU.ARIS.GE

იტვირთბა....