“არ არის ბოლომდე მიყვანილი შესწავლა-გამოკვლევა იმ საქმისა, რომელმაც 2017 წლის თებერვალში საფრთხე შეუქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეს,“- განაცხადა სააღდგომო მიმართვისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
მიმართვისას ის საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაზე საუბრობს და დეკანოზ გიოგი მამალაძეს მოიხსენიებს.
“სასულიერო პირი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას.“
„სამწუხაროდ, არ არის ბოლომდე მიყვანილი შესწავლა-გამოკვლევა იმ საქმისა, რომელმაც 2017 წლის თებერვალში საფრთხე შეუქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეს და ვფიქრობთ, რომ მიზანი ამ ვერ განხორციელებული ვერაგული ჩანაფიქრისა კიდევ უფრო შორს მიდიოდა და სავარაუდოდ, გულისხმობდა საქართველოს ეკლესიის მმართველობაში არსებული კონფიგურაციის შეცვლას,”- ამბობს მეუფე გრიგოლი.