aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ მინდელის შახტაში არსებული მდგომარეობა გასული წლის ივნისში შეისწავლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მინდელის შახტაში არსებული მდგომარეობა გასული წლის ივნისში შეისწავლეს, თუმცა როგორც ელზა ჯგერენაია ამბობს, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. მიზეზი კი რეგულაციების არ არსებობაა:

“მინდელის შახტი ჩვენ შევისწავლეთ გასულ წელს ეს იყო ივნისის თვეში. შესაბამისად, გაიცა რეკომენდაციები იმ დარღვევებზე, რასაც მოჰყვა განმეორებითი ინსპექტირება სადაც მოხდა, შესწავლა რამდენად იყო გათვალისწინებული შენიშვნები. განმეორებით მონიტორინგისას ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაციები. მეტ-ნაკლებად შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ზოგადად არსებობს, იმიტომ, რომ რეგულაციები არ იყო აქამდე”,- განაცხადა ჯგერენაიამ.

იტვირთბა....