ბავარიული ავტომობილების მწარმოებელმა გიგანტმა BMW-მ ახალი თაობის BMW X5 გამოუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას Motor1 ავრცელებს.
ავტომობილი ტესტირების რეჟიმშია და ის გერმანიის ქუჩებში სატესტო სვლების დროს პაპარაცმა გადაიღო.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილს 4.4 ლიტრიანი, 8 ცილინდრიანი ძრავი აქვს.
ჯერ უცნობია ავტომობილის გამოსვლის ზუსტი თაიღი, თუმცა ვარაუდობენ, რომ BMW X5-ის განახლებული ვერსია პარიზის ავტოშოუზე სექტემბერში გამოჩნდება