ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია ფოფხაძის წასვლაზე: მასთან კონსულტაციების გამართვა აუცილებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ფოფხაძის თანაგუნდელებისთვის. მის წასვლაზე “ოცნებაში” შეფასებების გაკეთება უჭირთ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფოფხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და მასთან კონსულტაციები გამართვა აუცილებელია.

ბესელიას თქმით, ის შეეცდება აუხსნას გედევან ფოფხაძეს,რომ სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევისთვის „ქართული ოცნების“ დეპუტატთა უმრავლესობას მხარი არ დაუჭერია და მას ხმა მხოლოდ უმრავლესობის 40 დეპუტატმა მისცა.

შეგახსენებთ, რომ ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად, მას შემდეგ მიიღო, რაც სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე აირჩიეს და მას ხმა “ქართული ოცნების” წევრებმაც მისცეს.

იტვირთბა....