დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, ის მამუკა მდინარაძის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს.
“ეს მამუკა მდინარაძის პირადი აზრია და მე მასზე კომენტარს არ გავაკეთებ”, – განუცხადა გედევან ფოფხაძემ “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გედევან ფოფხაძემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და უმრავლესობის რიგები არ უნდა დაეტოვებინა.
შეგახსენებთ, რომ ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად არჩევის გამო, გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის რიგები დატოვა.