საქართველოს პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყელბულებიდან 41 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 23-ს სხვადასხვა ვადით შეუმცირდებათ სასჯელი.
შეწყალებულთა შორის სამი ქალი და ორი არასრულწლოვანია. შეწყალების კომისიამ სულ 335 პატიმრის საქმე შეისწავლა. კომისია 28 და 29 მარტს მუშაობდა. პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების სამინისტროს.