ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ანა დოლიძე: “გია გაჩეჩილაძე არის ქართველი გადამხდელების უსარგებლო ტვირთი”

მაშინ როდესაც გარემოსთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა, სასუნთქი ჰაერი არ დარჩა, “მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარის, 2013 წლიდან პარლამენტარის, ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარის სახელზე პარლამენტის საკანონმდებლო ბაზაში არ ირიცხება არც ერთი (არც ერთი!) დაწერილი და ინიციირებული კანონპროექტი გარემოს თემაზე, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გუშინ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე არსებულ დაპირისპირებას.

“გარდა იმისა რომ გია გაჩეჩილაძე არის უზრდელი, ის არის ქართველი გადამხდელების დიდი და უსარგებლო ტვირთი. მაშინ როდესაც გარემოსთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა, სასუნთქი ჰაერი არ დარჩა, “მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარის, 2013 წლიდან პარლამენტარის, ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარის სახელზე პარლამენტის საკანონმდებლო ბაზაში არ ირიცხება არც ერთი (არც ერთი!) დაწერილი და ინიციირებული კანონპროექტი გარემოს თემაზე”, – წერს დოლიძე.

იტვირთბა....