ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პირველი ეტაპი 30 მარტს დასრულდა. უკვე დაზუსტებულია 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
15 მაისამდე, სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩეული საგნები და გამოცდების ჩასაბარებელი ენა შეცვალონ.
მესამე ეტაპი 15 აგვისტომდე გაგრძელდება, რაც გულისხმობს იმას რომ, გამოცდების ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩეული უმაღლესი სასწავლებლების სია შეცვალონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განმარტებით, წელს თბილისში, გამოცდები ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ ჩატარდება. სიახლეა ხულოშიც, სადაც საგამოცდო ცენტრი გაუქმდა და გამოცდების ჩაბარებას ხულოელი აბიტურიენტები ბათუმში შეძლებენ. ეროვნულ გამოცდებზე უკვე 40 ათასი მსურველი დარეგისტრირდა.