ლონდონში 1 საათის განმავლობაში ორი გასროლის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა, 16 წლის ბიჭის მდოგმარეობა კი კრიტიკულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, დაჭრილები პოლიციამ სხვადასხვა ადგილას იპოვა, გოგო ადგილზე იყო დაღუპული, რაც შეეხება ბიჭს ის მძიმედ იყო დაჭრილი, მასთან ერთად დაშავებული იყო 15 წლამდე მოზარდიც.
პოლიცია ამ ორ შემთხვევას შორის კავშირს ვერ ხედავს.
ლონდონში ბოლო პერიოდში დანაშაულთა სტატისტიკა გაიზარდა. მხოლოდ მარტში, ლონდონის პოლიციამ 22 მკვლელობაზე დაიწყო გამოძიება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.