მიხეილ სააკაშვილი აიღებს ბილეთს და ჩამოფრინდება რომელიმე ევროპული ქვეყნიდან, ძალიან მშვიდად მოხდება ყველაფერი – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან არც არასოდეს წასულა და მისი მომავალი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული საქართველოსთან. ის ალბათ ჩვეულებრივად დაბრუნდება, რომელიმე ევროპული ქვეყნიდან აიღებს ბილეთს და ჩამოფრინდება, ისე, როგორც საქართველოს ნებისმიერი რიგითი მოქალაქე.
მისი მომდევნო პოლიტიკური საქმიანობა იქნება დაკავშირებული მხოლოდ საქართველოსთან.
მისი ეს ხუთწუთიანი მიმართვა ცხადყოფს ამას“, – განაცხადა ნიკა მელიამ. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს.