ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რუსთავი-2”-ის შენობასთან ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, შსს-მ კიდევ 2 პირი დააკავა

“რუსთავი-2”-ის შენობასთან ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 2 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ოლეგ დანგაძე და დევი ჩილიაშვილისაკუთარ სახლებში დააპატიმრეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის შენობასთან ჯგუფური ხულიგნობა ჩაიდინეს. დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სულ 8 პირია დაკავებული.

ე.წ. ქართული მარშის წევრები რუსთავი2-ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს, თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება გამოიწვია გადაცემა P.S-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა.

იტვირთბა....