ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვანო ზარდიაშვილი: “ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს”

„ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს. დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ორგანიზებული ნარკოდანაშაული იყო და სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებენ.

„რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივიჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა.

იტვირთბა....