ბრიტანული გამოცემა The Sun-ი წერს, რომ ნივთიერება, რომლის საშუალებითაც “გრუ-“ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, შესაძლოა გაჟღენთილი იყო შვილის, იულიას მიერ მიცემულ საჩუქრებში.
გამოცემის ცნობით, სკრიპალმა შვილს სთხოვა, რომ რუსეთიდან წიწიბურა, დაფნის ფოთოლი და სუნელები გამოეგზავნა, თუმცა ქალს მათი ყიდვა დაავიწყდა და დაქალს სთხოვა მათი გაგზავნა ბრიტანეთში, რომელიც ლონდონში შემდეგი რეისით ჩავიდა.
პოლიციამ უკვე დაკითხა იულიას მეგობარი. დეტალები უცნობია. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მომწამლავი ნივთიერება “ნოვიჩოკი” სწორედაც, რომ წიწიბურაში იყო.
შეგახსებებთ, რომ სკრიპალის საქმეზე ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.