თბილისი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ქორიძეს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. არგუმეტად მოსამართლემ ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების გაქრობისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.
ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვისთვის დაკავებული ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სრულიად დააკმაყოფილა.
გამოძიება მას ორ მძიმე დანაშაულს ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატომრობა ელის.
ორი დღის წინ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ირაკლი ქორიძე დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის დააკავეს. გამოძიების თანახმად, მან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკი შემოიტანა. შსს-ს ინფორმაციით, ქორიძემ ნაკოტიკების გადმოტანის გეგმა წინასწარ შეიმუშავა.
წყარო: pirveliradio.ge