გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში 1 აპრილს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
თბილისში საღამოს და ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.