კრასნოიარსკის მხარის პოლიციამ და ბელგოროდის ოლქის სამართალდამცველებმა „კანონიერი ქურდი“ რუსლან გეგეჭკორი („შლიაპა უმცროსი“) დააკავეს და რუსეთიდან გააძევეს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, 31 წლის რუსლან გეგეჭკორმა კრასნოიარსკის მხარის ტერიტორიაზე მოიხადა სასჯელი. 2017 წელს ის რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად აღიარეს, რამდენიმე დღის წინ კი, ქვეყნიდან მისი გაძევება გადაწყდა.