aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბუტა რობაქიძის საქმის პროცესზე ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სპეციალურად სასამართლოდან “მეტრონომი”

ბუტა რობაქიძის საქმის პროცესზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ დაზარალებულ ოჯახს ე.წ. დაზარალებული უწოდა, რამაც ია მეტრეველი გაღიზიანა. მან აღნიშნა, რომ წოდება ”ე.წ.” მისთვის შეურაცხმყოფელია. ამ ფაქტის შემდეგ დაზარალებულებმა დარბაზი დატოვეს.

სხდომის დასრულების შემდეგ გურამ დონაძემ აღნიშნა, რომ ის ია მეტრეველს მისგან დაზარალებულად არ აღიარებს, თუმცა მიიჩნევს რომ, მეტრეველი ზოგადად დაზარალებულზე მეტია.

”ის არის დაზარალებული, უფრო მეტიც არის ჩემი გადმოსახედიდან, მაგრამ როდესაც სასამართლო დარბაზში ის ითხოვს რომ მე ვაღიარო ის ჩემგან დაზარალებულად, გამოდის ჩემ მიერ არჩადენილი დანაშაულის აღიარება. შესაბამისად, ქალბატონი მეტრეველი უნდა შეეგუოს იმას, რომ სასამართლო დარბაზში მე მას ვერ დავუდასტურებ ჩემგან დაზარალებას, თუმცა მორალურად, ადამიანირად ის უფრო მეტიც არის. თუ ეს მას წყობიდან გამოჰყავს, მე ბოდიში მინდა მოვუხადო. მისაღებია ეს ჩემგან.”- განაცხადა გურამ დონაძემ.

მისი თქმით, როცა ბრალდების მხარე არგუმენტებში ”იჭედება” შემდეგ იწყება შოუს ელემენტების შემოტანა, რაც ამ პროცესის თანმდევია.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან დღეს სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ მას აღკვეთი ღონისძიება გირაოთი შეცვლოდა, დააკმაყოფილა და ზაზა ბაქრაძე სასამართლო დარბაზიდან 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....