ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გივი თარგამაძე: ” ივანიშვილი აღარ ენდობა კვირიკაშვილს და საკუთარ კადრებს ნიშნავს”

“ევროპული საქართველოს” წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან იმ კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ გამოააშკარავა.

“ჩვენი თვითმიზანი კვირიკაშვილის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მისი პრემიერობა კიდევ უფრო ფიქტიური გახდა, როდესაც კიდევ ერთი მინისტრი დაინიშნა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრი. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი აღარ ენდობა კვირიკაშვილს და საკუთარ კადრებს ნიშნავს. მაია ცქიტიშვილი მთელი ეს წლები მუშაობდა პრემიერ-მინისტრების ზედამხედველად სახელმწიფო კანცელარიაში. ახლა მას ჩააბარეს ყველაზე მსხვილი სფერო”, – აცხადებს თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა განცხადება. მაია ცქიტიშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
ზურაბ ალავიძე კი მინისტრის პოსტს 2016 წლის 29 ნოემბრიდან იკავებდა. მან თავად მიმართა პრემიერს გადადგომის მოთხოვნი და ის კერძო სექტორში ბრუნდება

იტვირთბა....