ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფირცხალავა: ”როცა სჭირდება ზაზა ბაქრაძეს, ახსოვს მომხდარი და როცა აწყობს, დეტალებს.ვერ იხსენებს”

სპეციალურად სასამართლოდან: “მეტრონომი”

“როცა სჭირდება ზაზა ბაქრაძეს გუშინდელი დღესავით ახსოვს მომხდარი ფაქტი და როდესაც არ აწყობს ამბობს, რომ დეტალებს ვერ გაიხსენებს, რადგანაც 14 წლის წინ მომხდარი მოვლენებია. ეს არის კითხვებზე თავის არიდების მცდელობა“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის დაკითხვისას განაცხადა.

ფირცხალავამ ბაქრაძეს ჰკითხა, ვისგან მიიღო დავალება შემთხვევის ადგილზე მისულიყო. ბაქრაძემ კი განაცხდა, რომ არ ახსოვს ვინ მისცა დავალება და რა დავალება იყო ეს, რადგან ფაქტი 14 წლის წინ მოხდა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....