ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შვეიცარიის საელჩო: ნოტა რუს დიპლომატს გაძევების შესახებ უკვე გადაეცა

შვეიცარიის საელჩომ რუსეთის ინტერესების სექციას უკვე გადასცა საქართველოს საგარეო უწყების ნოტა რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევების შესახებ.

როგორც შვეიცარიის საელჩოში აცხადებენ, აღნიშნულ მოთხოვნას ზეგავლენა არ ექნება შვეიცარიის მანდატზე, წარმოადგინოს რუსეთის ინტერესები საქართველოში და საქართველოს ინტერესები რუსეთში.

„შვეიცარიის საელჩომ მიიღო და გადასცა რუსეთის ინტერესების სექციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა მოთხოვნით, რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელმა დატოვოს საქართველო. აღნიშნული მოთხოვნას ზეგავლენა არ ექნება შვეიცარიის მანდატზე წარმოადგინოს რუსეთის ინტერესები საქართველოში და საქართველოს ინტერესები რუსეთში”, – ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციაში.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.

წყარო: პირველი არხი

იტვირთბა....