ახალი ამბები მთავარი სამართალი

ალდამოვის ადვოკატი: კავშირები, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს დადგენილი, იყო შემთხვევითი

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული რუსლან ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები რელევანტური არაა და ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას არ ადასტურებს.

მისი  თქმით, ჩატაევის საქართველოში ყოფნის შესახებ ალდამოვმა არ იცოდა,  ხოლო  იმ დროს, როცა ხელისუფლებას ინტერპოლის მიერ ძებნილი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა გამოეპარა, ითხოვენ, რომ პანკისის ხეობის მკვიდრ ახალგზარდებს ფაქტი არ უნდა გამოპარვოდათ.

“დღეს რაც საქმის მასალებში მტკიცებულებებია წარდგენილი, არ არის რელევანტური იმისთვის, რომ მაღალი ალბათობით იყოს ვარაუდი, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული. კავშირები, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს დადგენილი, იყო შემთხვევითი. ჩატაევის საქართველოში ყოფნის შესახებ ალდამოვმა არ იცოდა, ხოლო ინტერპოლის მიერ ძებნილი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა გამოეპარა ხელისუფლებას და რატომღაც არ უნდა გამოპარვოდა პანკისის ხეობის მკვიდრ ახალგაზრდობას. ეს ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ დუისში, მათ შორის პოლიციასთან და რეაქცია ამაზე არავის არ ჰქონდა”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

რუსლან ალდამოვი პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მას ბრალად ტერორიზმის მხარდაჭერა ედება.

იტვირთბა....