ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაბეიშვილი: “შაქარაშვილი ახალგაზრდა ლაწირაკია, რომელსაც ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დაუდია”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი გუშნ სასტუმრო “ბილტმორში” თბილისის გენგეგმის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შაქარაშვილს ქვა-ქვაზე არ დაუდია ქვეყანაში და ოპოზიციას “ბოზ ქალებს” უწოდებს.

„ახალგაზრდა ლაწირაკი, რომელსაც არაფერი შეუქმნია და ქვა ქვაზე ქვეყანაში არ დაუდია, როგორ მიმართავდა მის კოლეგებს და ოპონენტებს, „ბოზი ქალები“ უწოდა ოპოზიციას. ვგულისხმობ კამსამოლა, კომუნისტ ვატო შაქარაშვილს. კიდევ კარგი ის მაინც ურჩია პიარმა, რომ ბოდიში უნდა მოეხადა. სრულიად არაადეკვატური ადამიანი. გარდა იმისა, რომ ოპოზიცია „ბოზ ქალებად“ მოიხსენია, ცემით დაემუქრა გიორგი ვაშაძეს. ესაა ძველი ბიჭების კასტა და ასეთი ხალხია ხელისუფლებაში”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....