ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ლავროვი: “შანტაჟი აშშ-ს ერთადერთი ენაა მსოფლიო არენაზე”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შანტაჟი აშშ-ს ერთადერთი ენაა მსოფლიო არენაზე.

„რიგი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევება დიდი ზეწოლის, შანტაჟის შედეგია, რომელიც ახლა ვაშინგტონის მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო არენაზე, იქნება ეს სკრიპალის სიტუაცია თუ იგივე პალესტინის პრობლემა, როდესაც პალესტინელებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათ ფულს არ მისცემენ თუ იმ იდეას არ დასთანხმდებიან, რომელიც აშშ-ს ჯერ არ გაუმჟღავნებია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები ჯამში 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.

იტვირთბა....