შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის აკვირდებიან „ქართული მარშის“ ქმედებებს და როცა გასცდნენ კანონის ფარგლებს , მაშნვე მოხდა რეაგირება.
ჯავახაძის თქმით, მაშინ როცა მხოლოდ განცხადებები კეთდებოდა, შს სამინისტრო ვერაფერს გააკეთებდა, რადგან ყველამ იცის განსხვავება გამოხატვის თავისუფლებასა და ქმედებებს შორის.
”რაც შეეხება “ქართულ მარშს“, მინდა გითხრათ, რომ როგორც კი მათი ქმედებები გასცდა კანონის ფარგლებს, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვა. მანამდე განცხადებები კეთდებოდა, ყველამ ვიცით, ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და უშუალოდ ქმედებებს შორის. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებოდით მათ ქმედებებს, როცა ეს ქმედებები გადაიზარდა დანაშაულებრივ საქციელში და გაცდა კანონის ფარგლებს, მაშინვე მოხდა რეაგირება“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.