ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე გენგემაზე ბრალდებებს პასუხობს: “ოპონენტები ვერ ერკვევიან ამ საქმეში”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმოამდგენლები, მისი ოპონენტები, გენგემის საქმეში ვერ ერკვევიან.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი იყოს კვალიფიციური, სწორი როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშიაჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმიტომ ვგეგმავთ ამ შეხვედრებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ექსპერტი, ბევრი გამოცდილი ადამიანი, დარგის სპეციალისტი ჩაერთოს.

არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვინც ჩემი ოპონენტები იყვნენ, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში. ეს არის პროფესიონალების განსახილველი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ბილტმორში” დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. დედაქალაქის გენერალურ გეგმას მერიის წარმომადგენლები, გენგეგმის ავტორები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ესწრებიან.

იტვირთბა....