თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქალაქის გენგემის წინააღმდეგ არსებული ვითარება არის “ცეხავიკების” ბრძოლა, რომელსაც სათავეში კალაძე უდგას.
“ეს არის ცეხავიკების ბრძოლა გენგეგმის წინააღმდეგ. ამ ცეხავიკების ბრძოლას სათავეში უდგას ბატონი კალაძე. აქამდე რასაც ვისმენდი, არანაირი არგუმენტი იყო, ეს იყო შარის მოდება.
დავით ნარმანიასგან ერთადერთი ნათელი წერტილი რაც დარჩა, სწორედ გენგეგმაა. ეს გეგმა რომ ამოქმედებულიყო, ქალაქი ამოისუნთქავდა. მათი მიზანია, ეს გენგეგმა დაძირონ და ქალაქში გაგრძელდეს ის სამშენებლო ქაოსი და მავნებლობა, რაც აქამდე იყო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ბილტმორში” დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. დედაქალაქის გენერალურ გეგმას მერიის წარმომადგენლები, გენგეგმის ავტორები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ესწრებიან.