ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში 1300 ცალი ხაფანგი ფაროსანას გავრცელების არეალის დასადგენად განთავსდა

1300 ცალი სპეციალური  ხაფანგი  კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დასადგენად  განთავსდება.

მონიტორინგის სისტემების მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და შედეგების მიხედვით დაიგეგმება  შესაბამისი ღონისძიებები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა, რომ  კახეთის რეგიონში მონიტორინგი გასულ წელსაც ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველმა არხმა“ გაავრცელა.

,,შარშან კახეთში მავნებლის გავრცელება და სასოფლო სამეურნეო კულტურების დაზიანება არ ყოფილა, დაკვირვება გაგრძელდება წელსაც. სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების გასატარებლად”,- განაცხადა ჩეკურაშვილმა.

მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების პროცესი დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ატმის ბაღებიდან დაიწყო. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ,რომ აზიური ფაროსანას დროულად აღმოჩენა  მავნებელთან ბრძოლას გაუადვილებთ.

იტვირთბა....