რუსთავში, 15 წლის გოგოს დედას და დედის მეგობარ კაცს მოზარდზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
მოზარდის დედა შვილზე ფიზიკურ ძალადობას ადასტურებს, თუმცა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
15 წლის გოგო შეუძლოდ სკოლაში გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.