გერმანია სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 4 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ ცნობა დასავლურ მედიაში გერმანული გამოცემისგან Sueddeutsche Zeitung-დან გავრცელდა.
რუსეთი ისევ უარყოფს ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულიას მოწამვლის ფაქტს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებს.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.