ახალი ამბები მთავარი სამართალი

7 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი: გამოვლენილია შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის   ორი  ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზების მიზნით,  ერთ შემთხვევაში  – 880 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 551 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი  „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება   7 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

იტვირთბა....