პოლონეთში რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა, რომ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევება გადაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია” ავრცელებს.
“გადაწყვეტილი ამბავია. პოლონეთი ცოტა ხანში ამას ოფიციალურად განაცხადებს”, – თქვა ანდრეევმა.
გავრცელდა ინფორამცია, რომ ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩები დაიბარეს.