ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯორჯიან მანგანეზი: “შრომის ინსპექციამ შუქრუთის მაღაროში ბოლო შემოწმება იანვარში ჩაატარა”

ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი შუქრუთის მაღაროში მივიდა. ნიკოლოზ ჩიქოვანის ინფორმაციით, მაღაროში შრომის ინსპექციამ ბოლო შემოწმება 25 იანვარს ჩაატარა, რომლის მიხედვითაც სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.

“ვერ ვხსნით რა მოხდა. ყველა უსაფრთხოების ნორმა ადგილზე დაცული იყო. მცირე შენიშვნები რაც გამოვლინა, გამოსწორდა. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს. პერიოდულად ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოწმდება შრომის ინსპექციის მიერ პირობები. ჩვენც ვიძახებთ ხოლმე,”- ამბობს ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მაღაროში უბედური შემთხვევა დღეს დილით 5 საათზე მოხდა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.

იტვირთბა....