გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტამდე საქართველოში ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.
„24 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 26 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 26 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.