“რუსთვი 2”-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ე.წ. “ქართული მარშის” ექვსივე წევრი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ექვსივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება.
„რუსთავი 2“- თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანს გამოძიება 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა.
ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.