ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ალექსანდრე ლუკაშენკო ილია მეორეს: “თქვენ ძალიან დიდი პიროვნება ბრძანდებით”

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს პატრიარქს შეხვდა.

„მე მთელი ცხოვრება მემახსოვრება თქვენი სიტყვები, როდესაც მე პირველად შემოვედი ამ წმინდა სახლში და როდესაც თქვენ მითხარით: „რამდენი ხანი გელოდით აქ“. მე ეს მახსოვს და ძალიან ვაფასებ იმას, რომ თქვენ ყოველთვის პოულობთ დროს, რომ შემხვდეთ, მე კი გპირდებით, რომ მე ყოველთვის ჩამოვალ თქვენს შესანიშნავ ქალაქში, შესანიშნავ ქვეყანაში და თუ ღმერთის და თქვენი ნება იქნება, აუცილებლად შეგხვდებით. ჩემთვის ეს დიდი სიხარული და დაფასებაა. თქვენ ძალიან პატივსაცემი პიროვნება ხართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და არა მხოლოდ მართლმადიდებლურში. როდესაც თქვენთან შეხვედრა შემომთავაზეს, მე ვთქვით, თუ თქვენი უწმინდესობა მთავაზობს შეხვედრას და ეს მისთვის დატვირთვა არ არის, მზად ვარ, თუნდაც ფეხით მოვიდე თქვენთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ქართველ და ბელარუს ხალხს შორის ყოველთვის თბილი ურთიერთობები იყო.

“თქვენ ჩვენთვის უცხო ხალხი არ ხართ, თქვენ ჩვენი ჭეშმარიტი ძმები ხართ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ავაშენოთ თბილი, მეგობრული ურთიერთობები უკვე არა ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში, არამედ როგორც ორმა სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

ჩვენ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. გავაორმაგეთ სავაჭრო ბრუნვა და ვფიქრობ, უკვე მომავალ წელს მივაღწევთ 200 მილიონი დოლარის ნიშნულს. ჩვენი ურთიერთობების საფუძველის შენება თითქმის ნულიდან დავიწყეთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

იტვირთბა....