ბესიკ ლილუაშვილი და ზაზა შათირიშვილი საზმაუს ბორდის ორი ახალი წევრია. ისინი პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა.
ბესიკ ლილუაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით წარდგენილი კანდიდატი იყო, ხოლო შათირიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის.
აღსანიშნავია, რომ უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.