ახალი ამბები მთავარი სამართალი

გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს

უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს. საქართველოში სპეციალური რეისით 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან. დეპორტირებულების განცხადებით, მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

„გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ, რომელიც პროცესის მონიტორინგის ახორციელებს.

იტვირთბა....