“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი კვლავ ღუდუშაურის საავადმყოფოში რჩება. როგორც”მეტრონომს” კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, ბრეგაძე ღუდუშაურში საკუთარი სურვილით იმყოფება.
პაციენტის მკურნალი ექიმის განცხადებით, მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. ექიმის განცხადებით, ბრეგაძეს შეეძლო, გუშინვე გაწერილიყო, მაგრამ საკუთარი სურვილით დარჩა კლინიკაში.
სანდრო ბრეგაძემ, როდესაც მას “რუსთავი 2”-ზე მომხარი თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავები კითხავდნენ, სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. „ქართული მარში“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბრეგაძეს სამართალდამცველებმა სცემეს, თუმცა ექიმების თქმით, მას დაზიანებები არ აქვს.