ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გიორგი გაბუნია: “იძულებული ვარ, დაცვით გადავაადგილდე”

გიორგი გაბუნია საათზე მეტია რაც გამომძიებლის კითხვებს პასუხობს. ის ამჯერად სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილებთან დაკავშირებით დაიბარებს.

„უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი. თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ეს ძალიან მძიმეა.

მე ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, ახლა უბრალოდ არჩევანი არ მაქვს. მე ვალდებული ვარ, არც კი მკითხეს, ისე დამინიშნეს დაცვა და ახლაც დაცვა არის ჩემ გვერდით,“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

იტვირთბა....