ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები: “შესაძლებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ დამკვეთები”

გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი თბილისის მთავარ პროკურორს მიმართავს, რომ ბოლომდე მიიყვანოს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების საქმე.  საუბარია გელა ღურწკაიას მიერ მის ოფისში ფარული კადრების  მიტანაზე, რის შემდეგაც კილაძემ პროკურატურას მიმართა და ახლა ამ საქმეზე სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს.

ელისო კილაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ საქმეში გამქრალია მთავარი ფიგურანდი, ყოფილი სპეცრაზმელი ვაჟა ციცილოშვილი, რომელმაც ღურწკაიას კადრები გადასცა.

მისი თქმით, მთავარი ფიგურანტი საქმიდან იმიტომ გააქრეს, რომ შესაძლებელია გამოძიება ხელისუფლების მაღალჩინოსნებამდე მისულიყო და გამჟღვანებულიყო, რომ ისინი არიან ამ საქმის დამკვეთნი.

“ციცილოშვილს თუ ნორმალურად დაკითხავდნენ, იძულებული გახდებოდა დაესახელებინა ის პირები, თუ ვინ გადასცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მივიდოდით კვალამდე, ვინ იყო დაინტერესებული. არ უნდოდათ დამკვეთებზე გასვლა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ცნობილ გვარებამდე შეიძლება მისულიყო გამოძიება. შესაძლებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ ამ საქმის დამკვეთები”- განაცხადა კილაძემ.

იხილეთ ამ თემაზე:
კილაძე: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებელი საქმიდან გამქრალია 

იტვირთბა....