ჟურნალისტი ლაშა ბერულავა „მეტრონომთან“ ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად არის ნაწამები და ამის დანახვა გარდაცვლილის შეხედვის შემდეგ, ერთი თვალის შევლებითაც კარგად ჩანს. ბერულავა აცხადებს, რომ მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ აუკრძალეს გარდაცვლილის დედას, რომ ის შვილს სახეზე არ შეხებოდა. ამის შემდეგ მან შვილის მოფერება ხელზე სცადა, რა დროსაც შეჰყვირა, „ვაი, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი, ვის რა დაუშავე?!“. ჟურნალისტის თქმით, ტატუნაშვილის სახე ფაქტობრივად ხელახლა არის გამოძერწილი.
ცხედარი კარგად არის დამუშავებული, რომ მას გარეგანი დაზიანებები არ ეტყობოდოს. თუმცა ბერულავას განცხადებით, მას სახე და თავი დაზიანებული აქვს. მიცვალებულს ქუდი სპეციალრად ახურია, რომ მის თავზე ნაკერები და წამების კვალი არ გამოჩნდეს. ის დადასტურებით ამბობს, რომ ტატუნაშვილი მოსკოვში იყო გადაგზავნილი, სადაც კარგად დაამუშავეს. მისი თქმით, რუსები ამ ხრივ ყველაზე გამოცდილები არიან და მათ შეუძლიათ, რომ მიცვალებული ისე დაამუშაონ, თითქოს გუშინ გარადიცვალა.
„ყველაფერი ჩემს თვალწი მოხდა, როდესაც ტატუნაშვილი სახლში მიასვენეს, სასოწარკვეთილმა დედამ მისი მოფერება სცადა. ის სასულიერო პირებმა გააფრთხილეს, რომ სახეზე არ შეხებოდა. ამის შემდეგ მან შვილს სუდარა გადახადა და ხელზე მოფერება სცადა, რა დროსაც შეჰყვირა, რომ მას თითი არ ჰქონდა. ტატუნაშვილს სახე ფატქობრივად გამოძერწილი აქვს. მას ხელის მტევნებზე სისხლჩაქცევები აღენიშნება და დახვრტილი აქვს.
ძალიან ბევრჯერ მინახავს სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, უკრაინელ პატრიოტებს როგორ სჯიან. მათ საჩვენებელ თითს აჭრიან და სუვენირად ინახავენ. ისინი ასე ქვეყნის პატრიოტ ვაჟკაცებს უშვრებიან. საჩვენებელი თითის გარეშე ჩახმახს ვეღარ გამოკრავენ. რა თქმა უნდა, იმას არავინ დაიჯერებს, რომ თითი გარდაცვლის მოაჭრეს.
ჩვენი ექსპერტიზა დაადგენდა უკვე მისი გარდაცვალების მიზეზს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ ფაქტს საჯაროდ გაახმაურებს და ყველას გააგებინებს, რომ ტატუნაშვილი სასტიკი წამებით არის მოკლული. ოჯახს და ტატუნაშვილის მეგობრებს მოვუწოდებ, რომ შეძლონ და მიცვალებულს სურათები გადაუღონ. ეს საშინელება ისტორიას უნდა შემორჩეს და ყველამ უნდა გაიგოს ჩვენი გმირი როგორ ვერაგულად მოკლეს“,-აცხადებს ბერულავა „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით გუშინ გადასცეს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი