ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება იმ ფაქტს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მის ოჯახს გადაეცა და განცხადებას ავრცელებს:

„ბოლო კვირების განმავლობაში აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობდა დიალოგს ცხელი ხაზის მეშვეობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და ცხელი ხაზის მეშვეობით.

მისია ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრების განახლების სწრაფი შეთანხმების საჭიროებაზე“, -ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....