საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას განცხადების ერთ-ერთ მიზეზად “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ კონკურენტის რეიტინგის ზრდა დაინახა და სკანდალით ცადა მედიის ყურადღება მიეპყრო.
“მათ დაინახეს, რომ ტელეკომპანია “იმედი” ბოლო პერიოდში რეიტინგითა და პოპულარობით დაწინაურდა და საჭირო იყო რაიმე სკანდალური, რომ ისევ მომხდარიყვნენ ქართული და უცხოური მედიის ობიექტივის ქვეშ”, – აცხადებს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართულმა მარშმა” აქცია გამართა ტელეკომპანიასთან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.
გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ქრისტე შეცდომით მოევლინა ქვეყანას 2 000 წლის წინ და 3-4 წლის მერე აჭარაში უნდა დაბადებულიყო, რადგან რეგიონში ჯვრის დასამზადებელი ხე აღარ იქნებოდა.