ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძე: “ვცდილობთ უზრუნველვყოთ ღირსეული საპენსიო სტანდარტი ხანდაზმული ადამიანებისათვის”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპენსიო რეფორმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხანდაზმული ადამიანებისთვის აუცილებელია უზრუნველყონ საპენსიო  სტანდარტი.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საპენსიო რეფორმა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მთავრობამ რეფორმის პროექტზე იმუშავა.

“საპენსიო მოდელთან დაკავშირებით ამჟამად, პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. მათ შორის სოციალ-დემოკრატებსაც, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციასაც აქვს საკუთარი მოსაზრებები. ეს არის კომპლექსური, საშვილიშვილო რეფორმა. ამიტომაც, საჭიროა ყველა არგუმენტის შეჯერება. ჩვენი ყველას მიზანია, რომ პენსია როგორც უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ღირსეული საპენსიო სტანდარტი ხანდაზმული ადამიანებისათვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....