დღეს გაირკვევა ვინ გახდება საყდრისში 16 ჰექტარი მიწის მფლობელი. ელექტრონული აუქციონი 13:00 საათზე დასრულდება. RMG Gold-ის გარდა, აუქციონში მონაწილეობას იღებს 14 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დაფუძნებული დმანისის გადარჩენის ფონდი. ფონდი ერთადერთია, რომელიც RMG -ის კონკურენციას გაუწევს.
გასაყიდი 16 ჰექტარი 15 ათას ლარად არის შეფასებული. ოქროს მომპოვებელი კომპანიისთვის ტერიტორიის გადაცემის შემთხვევაში, სპეციალისტები მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხეები შესახებ საუბრობენ.
ამასთან დაკავშირებით გუშინ კაზრეთში იმყოფებოდნენ 14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მათ გამოჩენას ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაც მოჰყვა.