ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. კანონიერ ქურდთან საკითხის მოგვარებისთვის მისვლა დასჯადი გახდება

ქურდული სამყაროს წევრის, ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დღეს დანაშაული არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ კანონს პარლამენტი მიიღებს, თუ პირი დავის გადაწყვეტის მიზნით ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიადგება, სისხლის სამართლის წესით დაისჯება, -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ე.წ ქურდული სამყაროს კანონპროექტის შესახებ ლაპარაკისას და აღნიშნა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ მოქალაქეების დასჯაზე.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის მთავარი სამიზნეები ქურდული სამყაროს წევრები და ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

“ქმედება, რომელსაც ნებისმიერი პირი ამ სამყაროს ფინანსური, მატერიალური თუ სხვა ტიპის მხარდასაჭერად განახორციელებს, სისხლის სამართლის წესით დაისჯება. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზრდება არსებული სანქციები. მოქმედი კანონმდებლობით,  ქურდული სამყაროს წევრისთვის სასჯელი 5-დან 8 წლამდეა. ეს ვადა 7-დან 10 წლამდე გაიზრდება, ხოლო ე.წ. კანონიერი ქურდისთვის- 9-დან 15 წლამდე. დღეს რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, ხვალ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის გახდება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....