ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაინდრავა: “ლომჯარიას სინდისის ნასახი რომ ქონდეს, თანამდებობას დატოვებდა”

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ზვიად დევდარიანის წარდგენით სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა, – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

მისი განცხადებით, ლომჯარიამ არასამთავრობოები კი არა, არამედ ხალხი უნდა დაიცვას.

„ნინო ლომჯარიას თავმოყვარეობის ნასახი რომ ჰქონდეს, პოსტს დატოვებდა. საქართველოში არსებულმა ყველა ორგანიზაციამ, ვინც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, წარადგინა ბელა ოსიპოვას კანდიდატურა.  ოსიპოვას მე არ ვიცნობ, არც არასდროს მინახავს. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ერთსულოვნება, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს. ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანელები და სომხები ერთ აზრზე არიან. საქართველოში ეს ხდება იშვითად, მაგრამ ხდება.

ზუსტად ეს მომენტი იყო, როცა სომხური დიასპორის წარმომადგენელს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, უკრაინელებმა, ებრაელებმა, რუსებმა, ლატვიელებმა, ყველამ ერთად განაცხადეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ კონკრეტული კანდიდატს. ჩვენ ვართ მრავალეროვანი ქვეყანა, აქ არის ტრადიციული დიასპორები  – აზერბაიჯანული, სომხური, ებრაული, რუსული თემები, რომლებიც ყოველთვის ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, სერიოზულ როლს თამაშობდნენ ქართული სახელმწიფოს განვითარებაში და მათი წარმომადგენლობა არის აუცილებელი ასეთ ინსტიტუციაში.  ეს ლომჯარიამ მშვენივრად იცოდა, მასაც მიმართეს, პარლამენტსაც მიმართეს, საზოგადოებასაც მიმართეს ამ ორგანიზაციებმა და თქვეს, რომ ჩვენი არჩევანი არის ქალბატონი ოსიპოვა – არა, ლომჯარიამ წარადგინა დევდარიანი, რომელიც ქალთა უფლებების დამცველია და, როგორც აღმოჩნდა, ზუსტად ისეთი დამცველია, ქალთა უფლებების, როგორიც კაპიტანი ეკა გიგაური იცავს ჩვენ უფლებებს ან ვთქვათ ლომჯარია არის სახალხო უფლებების დამცველი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

იტვირთბა....